მამუკა ბახტაძე NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ყველა არჩევნებზე, უზრუნველყოფილი იყო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის, სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება და ამ სტანდარტებით ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც.

„საუბარი შეეხო ასევე ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების გამორიცხვის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა დაკმვირვებლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა.

საუბრისას ასევე ხაზი გაესვა სამართალდამცავი უწყებების როლს მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე წესრიგის უზრუნველყოფაში, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ შესაძლო კანონდარღვევაზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენენ“, - ნათქვამია ინფირმაციაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაესწრო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს