მიხეილ ბატიაშვილი - სამინისტრო იზრუნებს, რომ უნიკალური კატალოგი მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ცენტრებში გაიგზავნოს

„ხელოვნების სასახლეში, წიგნის „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.

მინისტრმა „ხელოვნების სასახლის" დირექტორს გიორგი კალანდიას, ასევე, ალბომზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წიგნი თანაბრად საინტერესო იქნება როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ასევე, რიგითი მკითხველებისთვის.

„წიგნი მართლაც უნიკალურია, რადგან მოიცავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს საქართველოს ხელოვნების განვითარების ისტორიაში. კატალოგი ორენოვანია და სამინისტრო, ხელოვნების სასახლესთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ის გაიგზავნოს მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ცენტრებში“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ალბომის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო