საია - „ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი სამგორის #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, რაც კანონმდებლობის დარღვევაა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ხობში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტი დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, ერთ შემთხვევაში თანხა 20 ლარს შეადგენდა, ხოლო მეორე შემთხვევაში თანხის ოდენობა უცნობია.

„საია-ს დამკვირვებლის ინფორმაციით, ხობის #15 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტს. საია-ს დამკვირვებლის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში თანხის გაცემა განახორციელა ერთი და იგივე პირმა. პირველ შემთხვევში - 20 ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში გადაცემული თანხის ოდენობა ჩვენთვის უცნობია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, 14:00 საათისათვის საია-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ ფიქსირდება საარჩევნო კომისიის წევრზე მუქარის ერთი შემთხვევა, სავარაუდო მოსყიდვის ერთი, ასევე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები. ასევე, საიას დამკვირვებლებისათვის უფლებების შეზღუდვის ფაქტები.

„დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა - გურჯაანში #1 და #15 უბნებზე საიას დამკვირვებელს ხელი შეუშალეს მისი უფლებამოსილების განხორციელებაში და უბნიდან გამოაძევეს; მარნეულის #49 უბანზე კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ელდარ გაჯიევმა საია-ს დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა; ისანში #62-ე უბანზე საია-ს დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა დამკვირვებლის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, არ აჩვენა ჩანაწერთა წიგნი და შეუზღუდა საარჩევნო პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, უარი უთხრა საჩივრის განხილვაზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით საიას დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარადგინა.

იმის მიუხედავად, რომ ცესკომ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ, ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს ბათუმის #73 უბანზე. მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე.

დაფიქსირდა სავარაუდო მუქარის ფაქტი ზუგდიდის #21 საარჩევნო უბნის გარეთ, ეზოში ორი ნასვამი პირი ზუგდიდის #21 უბნის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაჭრით ემუქრებოდა. თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. სიტუაცია ამ დროისათვის განმუხტულია.

ამასთან, წყალტუბოს #54 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი სამგორის #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ხაბარელს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის სტატუსი აქვს. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. საია მიმართავს ცესკოს, შოთა ხაბარელს გაუუქმოს დამკვირვებლის სტატუსი.

ზუგდიდის #84 უბანზე პოლიციელის ყოფნის ფაქტი დაფიქსირდა. შენიშვნის დაწერის შემდგომ, პოლიციის თანამშრომელმა უბანი დატოვა.

ამ დროისათვის საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მორიგი ორი ფაქტი, რა დროსაც კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა. კერძოდ, ზუგდიდის #53 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა; ახალქალაქის #70 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ავღან აკოფიანი უბანზე შესულ ამომრჩევლებს წინასწარ მობილურ ტელეფონში არსებულ ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობ ინფორმაციას უჩვენებს; ახალქალაქის #4 უბანზე 2-მა ამომრჩეველმა კაბინაში ფოტოგადაღება განახორციელა.

დაფიქსირდა ამომრჩეველთა სამარშრუტო ტაქსების მობილიზების ფაქტები ხობის #14 და #15 უბნებთან. ასევე ამომრჩევლის მობილიზება შეიმჩნევა #15 უბნის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლში.

ზუგდიდის #73 და #106 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან უცხო პირები, რომლებიც სიაში აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, ასევე, თუ რომელი სუბიექტის მხარდამჭერია.

ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტი დაფიქსირდა ტყიბულის #13 საარჩევნო უბანზე. ხალხმრავლობა შეინიშნება სამგორის #7 და #9 უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მობილიზებულია ავტომანქანები.

დუშეთის #49 საარჩევნო უბანთან მანქანებში მსხდომი ადამიანები ახდნენ უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. კრწანისის #3, ასევე სამგორის #34, #39 და #40 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ასევე ფიქსირდება უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა.

მარკირების პროცედურების შემოწმება არ ხდება მარნეულის #48, #13, #11 საარჩევნო უბნებზე.

გარდაბნის #31 უბანი განთავსებულია ღია სივრცეში. ამიტომ არ არის შექმნილი სამუშაო პირობები. კომისიის წევრების განმარტებით, მუნიციპალიტეტმა არ გამოყო შენობა საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსებისთვის.

მარნეულის #65 უბანზე ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში შეყვა არაუფლებამოსილი პირი - ,,მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელი. საიას დამკვირვებლის მითითების შემდგომ, თავმჯდომარემ დარღვევა აღმოფხვრა.

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ სულ დაიწერილია 34 საჩივარი, ამათგან, 21 საჩივარი - უბანზე, 13 საჩივარი ოლქში“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა