დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელოვნური აჟიოტაჟი შედეგს არ გამოიღებს

ხელოვნური აჟიოტაჟი არანაირ შედეგს არ გამოიღებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით გაერთიანებულ ოპოზიციას კონკრეტული ფაქტები არ აქვს და არჩევნები აჭარაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"მიზანმიმართულად ბევრი რაღაცის სპეკულირება ხდება. ჩანაწერი ვნახე და მკაფიოდ არაფერი ჩანს, რომ კონკრეტულზე ვისაუბროთ. თუ რაიმე დარღვევა იქნება, ყველაფრის შესწავლა და რეაგირება მოხდება. თითქოს აჟიოტაჟის მოლოდინია ეს მათი დღის წესრიგია. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს და არჩევნები მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანია. ხელოვნური აჟიოტაჟი არანაირ შედეგს არ გამოიწვევს",- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა