შსს ჩუმლაყში იარაღის გამოყენების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ სამიზნე „ნაცმოძრაობის“ წევრები არ ყოფილან და მომხდარი პოლიტიკას არ უკავშირდება

შს სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სოფელ ჩუმლაყში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, გასროლა პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს.

„მსურს გამოვეხმაურო ჩუმლაყში მომხდარ ინციდენტს, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. ამ ეტაპზე, როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან. ეს ადამიანი ამჟამად პოლიციის განყოფილებაშ იმყოფება“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს გაუხსნეს, რომელთა შორისაც მიხეილ სააკაშვილი ძმა, დავით სააკაშვილიც იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო: ცეცხლის გახსნა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ჩუმლაყში - ადასტურებს თუ არა ფაქტს შსს?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა