გია გაჩეჩილაძე - მარნეულში უფრო მეტი პროცენტი იქნება, ძალიან კარგად იმუშავეს მაჟორიტარებმა და საზოგადოებამ

უფრო მეტი პროცენტი იქნება მარნეულში, ძალიან კარგად იმუშავეს მაჟორიტარებმა და საზოგადოებამ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა.

„ის პროცენტიც, რომელიც ეგიზტპოლით იყო ნაჩვენები, უფრო მეტი იქნება, რადგან ეს 18.00 საათის შედეგი იყო. 2 საათი კიდევ ვადა იყო. ვფიქრობ, მოსახლეობა იმ 2 საათის განმავლობაშიც აუცილებლად ჩვენ დაგვიჭერდა მხარს. ძალიან გახარებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ღირსეული საზოგადოებაა და მას აღარ უნდა არც ძალადობა, არც წამება, არც უბედურება, მათ უნდათ ევროპული გზა დემოკრატიისაკენ მიმავალი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და ეს სასიხარულო ამბავია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო