სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის

ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობიანი, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა.

“ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა. ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის, მაგრამ ჩვენ ყველანი, ერთი პატარა ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ მომავალშიც. უნდა გავამთლიანოთ, დავაწყნაროთ და დავამშვიდოთ ის, ამიტომ მე გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებთ რასაც შევძლებთ, რომ ამას მივაღწიოთ, რომ ჩვენ გავერთიანდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ისე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

იხილეთ ვიდეო: როგორ გამოიყურებოდა და რა სიტყვით მიმართა საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა