გოგა ხაინდრავა - თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გული რომ არ დაწყდეს, მათთვის „ვენოკი“ მაქვს შეკვეთილი

თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, „რუსთავი 2“-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გული რომ არ დაწყდეს, „ვენოკი“ მაქვს შეკვეთილი, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბში განაცხადა, სადაც ის ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ყვავილებით მივიდა.

„ვერასდროს ჩეკისტები საქართველოში ვეღარ გაიმარჯვებენ, ვერასდროს დაბრუნდება საბჭოთა კავშირი საქართველოში. ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს. „რუსთავი 2“-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გული რომ არ დაწყდეს თქვენთვის „ვენოკი“ მაქვს შეკვეთილი. „კურიერია“ ირაკლი ოქრუაშვილი და ის მოგიტანთ ადგილზე“, - განაცხადა ხაინდრავამ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს გვირილების თაიგული მიართვა.

გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილს თაიგული არჩევნების პირველი ტურის შემდეგაც მიართვა.

იხილეთ ვიდეო: ხაინდრავა ზურაბიშვილთან ამჯერად გვირილებით მივიდა: "რუსთავი 2"-სა და "ნაციონალურ მოძრაობას" გული რომ არ დაწყდეთ ვენოკი მაქვს შეკვეთილი და ოქრუაშვილი მოგიტანთ"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა