მარნეულში 59-ე საარჩევნო უბანზე ამ დრომდე ხმაურია

მარნეულის რაიონში, სოფელ იმირში, 59-ე საარჩევნო უბანზე ამ დრომდე ხმაურია.

უბანზე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი და მოითხოვენ, „დაუბრუნონ ხმები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა“. შეკრებილი პირების მხრიდან ისმის სხვადასხვა შეძახილები, მათ შორის: „მიშა“ და „გრიგოლ“.

ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი.

„ამ უბანში მოგებული გვქონდა. მოვიდნენ „ოცნების“ აქტივისტები და მათ პოლიციის დახმარებით წაიღეს ჩვენი ოქმის მონაცემები, სადაც გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე ხმით იყო გამარჯვებული. სად წაიღეს კაციშვილმა არ იცის. ჩვენ ვითხოვთ ჩვენ ხმებს და თუ ასე გაგრძელდება, არ ვიცი, რა იქნება. ეს ყველაფერი პოლიციელების დახმარებით მოხდა. თუ ჩვენს ხმებს არ დაგვიბრუნებენ, აქ ხალხი მოდის“, - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

მარნეულის რაიონში, სოფელ იმირში, 59-ე საარჩევნო უბანზე, სამართალდამცავებსა და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ქველაძე აცხადებს, სამართალდამცავებმა ოქმი გაიტაცეს, მათ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა