დავით ბაქრაძე - პარტიის სამოქმედო გეგმაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის

„პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში, არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და არ იქნება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის და ჯარის დაუმორჩილებლობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ხვალ გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და „ევროპული საქართველო’’ ჩამოყალიბდება თუ როგორია პარტიის საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით და რა გზას აირჩევს „ევროპული საქართველო“ სამომავლოდ მუშაობის მხრივ.

ამასთან, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სტაბილურობას და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ივანიშვილის ხელისუფლება და ის მეთოდები, რა მეთოდებითაც გუშინ ჩაატარა არჩევნები.

„დღეს, მინდა ვაცნობო საზოგადოებას და მხარდამჭერებს, რომ ხვალ გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და სწორედ ამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, პარტია „ევროპული საქართველო’’ ჩამოყალიბდება თუ როგორია ჩვენი საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით და რა გზას აირჩევს პარტია სამომავლოდ მუშაობის მხრივ.

ის მძიმე შეფასებები, რომელიც გვქონდა გუშინ არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით, ძალაშია და განვლილი ღამის განმავლობაში გამოჩნდა კიდევ უფრო მეტი დარღვევა რაც ამტკიცებს ჩვენში იმ აზრს, რომ აღნიშნული არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე და შეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ სამოქმედო გეგმაზე და სტრატეგიაზე , მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და არ იქნება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის და ჯარის დაუმორჩილებლობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში.

ჩვენ შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. „ევროპული საქართველოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში სტაბილურობას და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ივანიშვილის ხელისუფლება და ის მეთოდები, რა მეთოდებითაც გუშინ ჩაატარა არჩევნები. სწორედ აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობით მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა