ფილარმონიაში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები და გაერთიანების ლიდერები იკრიბებიან

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები და გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. შეკრებილ მოქალაქეთა ნაწილის განცხადებით, ისინი ყველანაირი კანონიერი გზით შეეცდებიან დაიცვან თავიანთი ხმები და აღნიშნავენ, რომ გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია. მათი თქმით, ბოლომდე დადგებიან მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გვერდით. ასევე, დაიგეგმება ქუჩის საპროტესტო აქციები.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტიკურ გაერთიანებაში მყოფი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს ხალხის რეალური ხმა. კონკრეტულ გეგმებზე ისინი ჯერჯერობით ვერ საუბრობენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამომრჩევლის რეალური პოზიციის დასაცავად ყველანაირ კანონიერ მეთოდებს მიმართავენ.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაერთიანების ლიდერების შეხვედრა მხარდამჭერებთან 18:00 საათზე დაიწყება, სადაც მოხდება კონკრეტული გეგმის გაწერა თუ როგორ იმოქმედებს ოპოზიცია. აღნიშნულ მხარდამჭერებთან დაგეგმილ კონსულტაციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ფილარმონიაში შეკრებილ მოქალქეებს „სკაიპით“ ჩაერთვება.

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, თუმცა ადგილზე არანაირი ექსცესი არ დაფიქსირებულა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის