კვლევის მიხედვით, საქართველოში სექსუალური შევიწროება ცხოვრების განმავლობაში 5-დან 1 ქალს გამოუცდია, მათ შორის 70%-ს საჯარო სივრცეში, 30%-ს კი - სხვა ადგილას

სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს, 30 ნოემბერს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“-ში სპეციალურ შეხვედრაზე განიხილავენ.

შეხვედრა გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართება და მას საქართველოს პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი კოორდინატორი და პრესსპიკერი სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციის სხვა ფორმების შესახებ პურნა სენი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ლუიზა ვინტონი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ორგანიზატორთა ცნობით, შეხვედაზე განიხილება ის გამოწვევები, რომლებიც, ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის გამო, სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების თვალსაზრისით არსებობს. ამასთან, წარმოდგენილი იქნება საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელთა მიღებაც ამ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის 2017 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში სექსუალური შევიწროება ცხოვრების განმავლობაში 5-დან 1 ქალს გამოუცდია. მათ შორის 70%-ს - საჯარო სივრცეში, 30%-ს კი - სხვა ადგილას.

“მაღალი დონის შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში იმართება, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. წელს კამპანიის მთავარი აქცენტი სწორედ სექსუალურ შევიწროებაზე კეთდება, რომელიც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და უთანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინებაა“, - აცხადებენ შეხვედრის ორგანიზატორები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა