დავით ბაქრაძე - მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურის შემდეგ ერთიან პოზიციებზე რჩება

პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მეორე ტურში მხარს დავუჭერდით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, რაც არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" რჩება მეორე ტურის შემდეგ ერთიან პოზიციებზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

"ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ პირველი ტურის შემდეგ, რომ მეორე ტურში მხარს დავუჭერდით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ეს იქნებოდა მხარდაჭერა მეორე ტურისთვის და არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურის შემდეგ ერთიან პოზიციებზე რჩება", - აღნიშნა ბაქრაძემ. მისივე თქმით, "ევროპული საქართველოსთვის" მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობა და მიუღებელია ისეთი ტიპის მოწოდება და აქტივობა, რომელიც იწვევს ქვეყანაში დესტაბილიზაციას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო