თინა ხიდაშელი - იმედია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიჯერა, რომ ყველა, ვინც გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა, „ნაციონალური მოძრაობის“ უალტერნატივო ამომრჩეველია ან მზად არის რევოლუციისთვის

იმედია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიჯერა, რომ ყველა, ვინც გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა, „ნაციონალური მოძრაობის“ უალტერნატივო ამომრჩეველია ან მზად არის მორიგი რევოლუციისთვის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს მოსახლეობის განწყობა, ხალხი არაა მზად მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის.

„იმედია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიჯერა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი, მყარი და უალტერნატივო ამომრჩეველია და/ან მზად არის ამ ქვეყანაში მორიგი რევოლუციისთვის. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არც ობიექტური მიზეზები და გარემოებები არსებობს, არც მოსახლეობის განწყობაა იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუციური სცენარით რამე ტიპის მოვლენები განვითარდეს. ეს არის არარეალისტური, არასერიოზული მოლოდინი იმ ძალის მხრიდან, რომელიც გუშინ მეორე პოლიტიკურ ძალად დაფიქსირდა ქვეყანაში“, - განაცხადა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო: "მოსახლეობის განწყობა არ არის იმისთვის დღეს მზადყოფნაში, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუციური სცენარით რაიმე ტიპის მოვლენები განვითარდეს" - თინა ხიდაშელი

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა