პრემიერის დავალებით, დასავლეთ საქართველოს სამივე რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, მეორე დღეა ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აღდგენითი სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. რეგიონების დიდ ნაწილს ეტაპობრივად უკვე აღუდგა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამივე რეგიონში მეორე დღეა, სტიქიის სალიკვიდაციო აუცილებელ ღონისძიებებს ატარებს; აქტიურად მიმდინარეობს ზარალის შეფასება; იმერეთსა და სამეგრელოში უკვე დაიწყო კორპუსების დაზიანებული სახურავის აღდგენისა და გადახურვის პირველადი სამუშაოები.

„შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, პირადად ეცნობა სტიქიის შედეგად სამეგრელოს რეგიონში შექმნილ მდგომარეობას. რეგიონში მოქმედი საგანგებო შტაბი ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ატარებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მყისიერი რეაგირება მოხდეს დაზარალებულთა დასახმარებლად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს 24- საათიან რეჟიმში მუშაობას. სამივე რეგიონში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მოქალაქეებს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებასა და წაქცეული ხეებისაგან ჩახერგილი გზების წმენდაში ეხმარებიან.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ შტაბები. შესაბამისი სამინისტროები და სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დარჩეს მარტო იმ პრობლემის წინაშე, რაც მათ სტიქიის შედეგად მიადგათ,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო