თბილისის საკრებულო ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

თბილისის საკრებულო ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს და მის მუეღლეს თავს დაესხნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი, რომელიც მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს, ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.

თბილისის საკრებულოს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არა კერძო პირების მოთხოვნებიდან, არამედ კანონის შესაბამისად მოხდება.

„გვინდა ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაუროთ, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მიუღებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.

დავით მაჭავარიანი თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციებზე, 2007 წლიდან მუშაობს. იგი გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში, რომელიც თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაიწყო, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსი დავით მაჭავარიანი მონაწილეობს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში აღნიშნული ჩხუბის ვიდეო კადრები გავრცელდა, სადაც სწორედ დავით მაჭავარიანი ფიგურირებს.

იხილეთ ვიდეო: ვრცელდება ვიდეო, რომელშიც თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს