პარიზში საპროტესტო აქციებზე შეტაკების შედეგად 65 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 პოლიციელია

პარიზში საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკების შედეგად 65 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 პოლიციელია. საწვავზე ფასების ზრდის საწინააღმდეგო “ყვითელი ჟილეტების” აქცია დღეს დილით დაიწყო.

სამართალდამცველებს ბლოკირებული ჰქონდათ ქალაქის ცენტრალური ნაწილის ქუჩები.

პოლიციის კორდონების გარღვევის მცდელობისას სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ბოლო ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში თავი მოიყარა 5 ათასმა მანიფესტანტმა. ფრანგული მედია ასევე ავრცელებს კადრებს, სადაც მანიფასტანტების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა ავტომობილებს.

საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 158 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: 65 დაშავებული, დამწვარი ავტომობილები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი - როგორ ებრძვიან ფრანგები საწვავზე ფასების ზრდას (შთამბეჭდავი კადრები)

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები