ნინო ლომჯარია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური თემაა და ასეთ საკითხებში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა

გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელს არ ვიცნობ, ვერ გეტყვით რა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე შეაქვთ სარჩელი,- აცხადებს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, ოპოზიციის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენაზე.

„ვერ გეტყვით რა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე შეაქვთ სარჩელი. არ ვიცნობ ამ სარჩელს. რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ეს არის წმინდა პოლიტიკური თემა და სახალხო დამცველი ასეთ საკითხებში ვერ ჩაერევა. ეს არის პარტიების გადასაწყვეტი თუ რა მოთხოვნებს დააყენებენ", - აღნიშნა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას სარჩელი შეაქვს სასამართლოში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბათილად ცნობის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა