სერგო რატიანი - ხელისუფლების მანდატი სრულიად არაადეკვატურია და აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

ხელისუფლების მანდატი სრულიად არაადეკვატურია და აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოხატა, რომ უკმაყოფილოა ხელისუფლებით და ის მანდატი, რაც მას აქვს, არის სრულიად არაადეკვატური.

„მათ წინააღმდეგაა ამდენი ადამიანი, ვინც გამოხატა თავისი ნება. ხელისუფლებას აქვს მაღალი უნდობლობა, აუცილებელია ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები. ოღონდ აშკარაა, რომ მანამდე ჯერ შესაცვლელია საარჩევნო კოდექსი და უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, რათა არჩევნები იყოს სამართლიანი და ყოველ ჯერზე ისევ არ დაიწეროს, რომ ეს იყო უსამართლობა”, - აღნიშნა რატიანმა.

ამასთან, პარტიის წევრის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პროცესი ეჭვქვეშ დადგა.

„არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენეს არა მარტო საქართველოში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ თქვეს, რომ ეს იყო უსამართლო არჩევნები, მეტი რა უნდა თქვან?" - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შეიქმნას 5-კაციანი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე იმსჯელებს, „ევროპული საქართველო" სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან გამართავს კონსულტაციებს.

„დავით ბაქრაძემ განცხადებაში გამოკვეთა პრიორიტეტები და გამოაცხადა, რომ ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან“, - აღნიშნა რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო