სოფიო კილაძე - გამოვრიცხავ, თითქოს „ქართული ოცნება“ ვინმესთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო გარიგებული

გამოვრიცხავ ირმა ინაშვილის მიერ დასახელებული ფაქტის არსებობას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ვინმესთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო გარიგებული, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას.

სოფიო კილაძე აცხადებს, რომ ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც ოპოზიციამ არჩევნებზე დააგროვა, „ნაციონალური მოძრაობის" წარსულიდან გამომდინარე მართლაც გასაკვირია.

„გამოვრიცხავ ირმა ინაშვილის მიერ დასახელებული ფაქტის არსებობას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ვინმესთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო გარიგებული. თუმცა, ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, გასაკვირია მისი წარსულიდან გამომდინარე. ირმა ინაშვილს აქვს თავისი პოლიტიკური მიზნები. მას არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან სამართლიანად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ გარიგებულია ვინმესთან. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი, რომლებიც მუდმივად აძლევენ ხმას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს მათი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს