ზაზა გაბუნია სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რეგიონების გამოწვევებსა და მიზნებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე რეფორმებზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარების, მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის საკითხებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონების თანაბარი და უწყვეტი განვითარების პოლიტიკაზე და რწმუნებულების ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა.

„სახელმწიფო რწმუნებულები პრემიერ-მინისტრს და მთავრობას წარმოადგენენ და მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა რეგიონების განვითარების საქმეში. ვფიქრობ, საჭიროა რწმუნებულების როლის და შესაძლებლობების ინსტიტუციური ზრდაც, რომ მათი საქმიანობის ფორმალური საფუძვლები შესაბამისობაში იყოს არსებულ გამოწვევებთან. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი საკანონმდებლო და კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით მზად არის ასეთი სამუშაოსთვის“, -აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო