ანონსი 4 დეკემბერი

4 დეკემბერს, 09.00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საარჩევნო კოდექსის ცვლილება და პროპორციული საარჩევნო სისტემა.

მის.: გულიას ქ.#1

4 დეკემბერს, 10:00 საათზე, „ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია - პრობლემები და გამოწვევები“ კონფერენცია გაიმართება.

მის.: რუსთაველის გამზ. #13, „თბილისი მარიოტი“

საკონტაქტო პირი ვაჟა კასრელიშვილი - 599 98 63 68

4 დეკემბერს, 10:00 საათზე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

4 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ ორგანიზებულ კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმასთან დაკავშირებულ შეხვედრას დაესწრება.

4 დეკემბერს, 10:30 საათზე, „მოძრაობა ჩვენ" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიაში შეიტანენ განაცხადს 7 დეკემბერს მთავრობის კანცელარიასთან აქციის გამართვასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო ტელეფონი - 598 54 94 84

4 დეკემბერს, 10:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

4 დეკემბერს, 11.00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით (BMZ/ KFW), კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის განახლებისადმი მიძღვნილ ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს.

საკონტაქტო პირი: მარიამ რობიტაშვილი +995599678719

4 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან უკანონოდ დაკავებული სტუდენტის, გუკა ძაბაღუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი - როსტომ ზარანდია: 555 987878

4 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატის ემზარ კვიციანის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ოპოზიციის მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია. ირმა ინაშვილის განცხადება არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

4 დეკემბერს 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ჟ. შარტავას ქ. N7

4 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, 2018 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკის პრეზენტაციას გამართავს.

4 დეკემბერს, 11:00 საათზე, მამა რამაზ ჯანგავაძე „2020NEWS“- ის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: არასწორად არჩეული ეპისკოპოსები და ლუსტრაციის კანონის მიღება ღვთისმსხურებში.

მის.: პეკინის #34 (ბიზნესცენტი „საბურთალო“)

საკონტაქტო ტელ.: 514 33 49 49

4 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ოპოზიციის მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვის საკითხი და ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

4 დეკემბერს, 11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

4 დეკემბერს, 12:00 საათზე "პრაიმტაიმის" პრესკლუბში „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის" თავმჯდომარე დანიელ დავითაშვილი და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში უხეში დარღვევების მოკლე ანალიზი.

4 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ომეგა ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის.: ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის ქ. #16-17

4 დეკემბერს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

4 დეკემბერს, 14:00 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) წიგნებს — ალექსანდრე ლორთქიფანიძის “იავნანა ლილისთვის” და ქართველი ავტორების ზღაპრების კრებულს - “იყო ერთი გოგო” - წარადგენენ.

მის: საგარეჯო, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. ასევე 17:00 საათზე იმავე კამპანიის ფარგლებში, იმავე წიგნების პრეზენტაცია ცოდნის კაფეში გაიმართება.

4 დეკემბერს, 15:00 საათზე, სახალხო მოძრაობის "არა ნაციზმს" ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "სარჩელები რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ".

მის.: რუსთაველის N34

4 დეკემბერს, 16:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის არჩევის პროცედურა.

მის: ქ. თბილისი, ბოჭორმის ქ. 12 საკონტაქტო პირი თამარ ტოგონიძე- 591 40 22 20

4 დეკემბერს, 16:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

4 დეკემბერს, 17:00 საათზე, ნაძალადევის მედიათეკაში კომპოზიტორ და მხატვარ ოთარ ტატიშვილის საღამო „ფერწერა & ბგერწერა“ გაიმართება.

მის.: ც. დადიანის N 164, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის სკვერი.

4 დეკემბერს, 16:00 საათზე, ფესტივალი "ნიღაბი 2018" -ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი სპექტაკლს “სიკვდილი ღრუბლებში” წარადგენს.

მის.: ვაჟა-ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე სასწავლო კორპუსი, მესამე სართული, ,,თეატრალური დარბაზი“.

4 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებების ახალი მოთხოვნის შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის შესაძლო წესი და კრიტერიუმები განიხილება.

შეხვედრას დაესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრები.

მის.: ზუბალაშვილების ქ. #33

საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა