აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტი სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირებას განახორციელებს

ხუთშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი სირიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავს. ამის შესახებ დეფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამავე დღეს, 6 დეკემბერს, დეპუტატები განიხილავენ კანონპროექტს „აფხაზეთის მთავრობასა და სირიის არაბული რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების“ საკითხს. თავად ფაქტი, რაც ასეთ უძველეს ქვეყანასთან ურთიერთობის დამყარებას უკავშირდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სირიამ აფხაზეთი აღიარა, ამიტომ ამ ქვეყანასთან დიალოგს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ საერთო სიმპათიები გვაქვს და ჩვენს შორის ჩამოყალიბდა კარგი ურთიერთობა“, - განაცხადა კვარჩიამ.

სირიის პრეზიდენტმა და აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ შეთანხმება 4 სექტემბერს გააფორმეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს