ხვალ კომპოზიტორისა და მხატვრის, ოთარ ტატიშვილის საღამო „ფერწერა & ბგერწერა“ გაიმართება

ნაძალადევის მედიათეკაში 4 დეკემბერს, 17:00 საათზე კომპოზიტორისა და მხატვრის, ოთარ ტატიშვილის საღამო „ფერწერა & ბგერწერა“ გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ოთარ ტატიშვილის ფერწერული ნამუშევრები, გამოფენის პარალელურად კი კომპოზიტორის როგორც ცნობილი, ასევე ახალი მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდება.

საღამოში მონაწილეობენ - მარიკო ებრალიძე, ნოდიკო ტატიშვილი, მზია ჭილაძე (ვოკალი), პიანისტები: ჭაბუკა პაჭკორია, ასლან ჩიქოვანი, მარიანა კირაკოზოვა (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა). კონცერტმაისტერები: ლიკა ხორბალაძე, ვიკა სურმავა. მსახიობები ნატო ჩხეიძე, დავით გერსამია, პოეტი ნანა ცინცაძე. საღამოს წამყვანი მუსიკოსი, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზატორი რუსუდან მუმლაძე იქნება.

ოთარ ტატიშვილის პროფესიული გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანია: იყო როკ ბენდის ლიდერი, 1979 წლიდან ფილარმონიის სოლისტი (პიანისტი და ვოკალისტი). საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და დირექტორი, სიმფონიური ორკესტრის დირექტორი, მუსიკალური რედაქტორი საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო მუსიკალური რედაქტორი, პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი.

შექმნილი აქვს კლასიკური ჟანრის მრავალი ნაწარმოები, უამრავი ცნობილი სიმღერა და ჯაზური კომპოზიციები. მუსიკა ფილმისა და სპექტაკლებისთვის. მისი სიმღერები შესულია საქართველოს თითქმის ყველა პოპულარული შემსრულების რეპერტუარში. ამასთანავე, არის შესანიშნავი ლექსების ავტორი. მისი სიმღერების დიდი ნაწილი საკუთარ ლექსებზეა შექმნილი.

ბოლოდროინელი ზოგიერთი აღიარება: 2002 წელს ჩატარებული საერთაშორისო კონკურსი "სიმღერა თბილისზე" 10 საუკეთესოთა შორის.

2004 წლის გრან-პრი მუსიკისა და ხელოვნების სახელმწიფო ფესტივალზე წლის საუკეთესო კომპოზიტორის ტიტული.

2010 წლის მეგა ჯილდო (ქართული გრემი) საუკუთესო კომპოზიტორისთვის.

2011 lbla GFRAND-PRIZE. (Raguza-იტალია) სპეციალური პრიზი საფორტეპიანო ციკლში "ეთნომანია". საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კომპოზიტორთა კავშირის მიერ ჩატარებულ საკომპოზიტორო კონკურსებში მიღებული აქვს: 2011 წლის II პრემია საფორტეპიანო კონცერტში; 2012 - III პრემია საფორტეპიანო სონატში; 2013 - III პრემია სიმებიან კვარტეტში.

2016 წელი - წლის პერსონა მიენიჭა კულტურის განვითარებისთვის.

ოთარ ტატიშვილის ყველაზე სერიოზული ჰობი სახვითი ხელოვნებაა. ბავშვობიდან ხატავს. მისი პირველი შემფასებელი იყო ცნობილი მხატვარი ეკატერინე ბაღდავაძე. სწორედ მისი მასტერკლასი აქვს გავლილი. ხშირად მონაწილეობს მხატვართა ჯგუფურ გამოფენებში. 2018 წლის 4 დეკემბერს კი მედიათეკაში მისი პირველი პერსონალური გამოფენა შედგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა