ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას - თვითდაჯერებული ბრიყვების როლში ყოფნა თუ მოგწონთ, იყავით

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს სიტუაცია ადეკვატურად შეაფასოს. მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული შეფასებები, თითქოს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე არცთუ ისე ბევრი ხალხი მივიდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუება.

„ვიდრე 2007 წლის მოვლენები დაიწყებოდა, ერთი კვირით ადრე მიხეილ სააკაშვილს კატეგორიულად მოვთხოვე უშიშროების საბჭო შეკრებილიყო. მე მას ავუხსენი, რომ 50 ათასი კაცი გამოვიდოდა ქუჩაში და უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით. კატეგორიულად მოვითხოვდი საბჭოს მოწვევას, მაგრამ სააკაშვილი უარს აცხადებდა. დარწმუნებული იყო, რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში არ გამოვიდოდა და სიტუაცია არ დაიძაბებოდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის ფართომასშტაბიან მიტინგს წინ კახეთის მიტინგი უძღოდა, სადაც მართლაც ძალიან ცოტა ხალხი მივიდა. ამ ფაქტმა სააკაშვილი ძალიან გაახარა, დააწყნარა და საბოლოოდ უარი თქვა საბჭოს მოწვევაზე. რამდენიმე დღეში კახეთის მცირემასშტაბიან აქციას მოჰყვა თბილისში, სწორედ 50 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და ორ დღეში სააკაშვილის გადადგომა. ეს ფაქტი არავის დაავიწყდეს. ამას ვამბობ თქვენი მისამართით, მოქმედო ხელისუფლებავ! თავს ნუ დაიმშვიდებთ. თვითდაჯერებული ბრიყვების როლში ყოფნა თუ მოგწონთ, იყავით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა