გიორგი გახარია - მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე წარმოდგენა არ მაქვს

მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე წარმოდგენა არ მაქვს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამთავრობო ცვლილებების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირადად მას, როგორც მინისტრს ბევრი საქმე აქვს და ის დაკავებულია ამ საქმეებით.

„მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე წარმოდგენა არ მაქვს. სამწუხაროდ, ბოლო ორი თვის განმავლობაში იმდენად ვიყავით ჩართული ამ პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში, რომ ამ საკითხისთვის პირადად მე დრო არ მაქვს. ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, არის გადადებული ღონისძიებები და ის უნდა განვახორციელოთ. შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება და თანამდებობას სამი მინისტრი - ლევან იზორია, მაია ცქიტიშვილი და ივანე მაჭავარიანი დატოვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა