შს მინისტრი უკრაინის მოქალაქეებზე - გარკვეული ეჭვები არსებობს, თუმცა დღეს ეს მხოლოდ ეჭვებია - მოტივის გამოსაკვეთად გამოძიება მიმდინარეობს

დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს მოტივის გამოსაკვეთად, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის 6 მოქალაქის დაკავების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებობს გარკვეული ეჭვები, თუმცა ეს გამოძიების საქმეა.

"როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები კონცენტრირებულად, ჯგუფურად... შემდგომ უკვე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოვაჩინეთ იარაღი, აქ შეიძლება ყველა სახის ეჭვი გაჩნდეს და დაიბადოს. თუმცა დღეს ჩვენ არაფერზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არის მიმდინარე. ჩვენ კოლეგებთან, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ და ვნახოთ, რა შედეგები იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე: აქვთ თუ არა კავშირი დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკურ ძალებთან, მისიტრის თქმით, ამ ეტაპზე საუბარი არ შეუძლია.

„ეს არის საპასუხისმგებლო გამოძიება. ჩვენ თითოეულ ნაბიჯს და სიტყვას ვზომავთ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ეჭვები მათივე განცხადებებიდან, რომელიც მათ გააკეთეს, მათ შორის დაკითხვების დროს, მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის თბილისში. ასეთი ეჭვი არსებობს, თუმცა ეს დღეს მხოლოდ ეჭვია და სად მიგვიყვანს გამოძიება ვნახავთ. დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს მოტივის გამოსაკვეთად. როგორც ფაქტი, ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ ჯგუფურად საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: შს მინისტრი უკრაინის მოქალაქეებზე - გარკვეული ეჭვები არსებობს, თუმცა დღეს ეს მხოლოდ ეჭვებია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს