ანონსი  5 დეკემბერი

5 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ევროკავშირის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა და საქართველოს კონკურენციის სააგენტო სემინარს გამართავს.

თემა: ევროკავშირის მხარდაჭერა კონკურენციის სფეროში.

მის.: რუსთაველის გამზ. #13

5 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), CRRC Georgia-სთან ერთად, გამართავს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციას: საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ.

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა - 593 73 75 03

5 დეკემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ირაკლი შიხიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა - რაზე დაყრდნობით საუბრობს შიხიაშვილი.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

ტელ.: 593 53 45 24

5 დეკემბერს, 10:30 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“, ემიგრაციაში წასული სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ირაკლი კორძაიას დამცველები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ზეწოლა ირაკლი კორძაიაზე და უსაფრთხოების ზომები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 726565

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელის, საზოგადოებრივი მოძრაობა „თორმეტიანელები ღირსეული საქართველოსთვის“ ლიდერის მერაბ შათირიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: არჩევნების შედეგები და გაუხმაურებელი ფაქტები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

ტელ.: 593 53 45 24

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართება კონფერენცია თემაზე: „აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები - გამოცდილების გაზიარება და შედეგები“, რომელსაც აშშ-ის, ევროპის, თურქეთისა და მეზობელი ქვეყნების მეცნიერები დაესწრებიან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „მემარჯვენეების“ პოზიცია „გაერთიანებული ოპოზიციის მოწოდებებზე და რა პოზიციას დაიკავებენ ულტიმატუმის 2-კვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ; კონსტიტუციის ახალი ნორმა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 726565

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, კომპანია ,,ქროსლაინ ლოგისტიკის“ დირექტორი ლაშა ფარულავა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,HUB Georgia” - ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე, ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის შენობასთან, პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: თამარ მეფის გამზ. N15

საკონტაქტო პირები: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18, ვასო ურუშაძე - 599 02 40 21

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი „თიბისის“ პროექტს - „ქართულად“, 50 000 წინადადებიან ინგლისურ-ქართულ პარალელურ თარგმანს გადასცემს.

მის.: ჭავჭავაძის #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107

5 დეკემბერს, 11:30 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია „გაერთიანებული ოპოზიციის მოწოდებებზე და რა პოზიციას დაიკავებენ ულტიმატუმის 2-კვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ; კონსტიტუციის ახალი ნორმა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 726565

5 დეკემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

5 დეკემბერს,12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალ მეთოდს - QR გადახდებს ნერგავს.

მის.: გაგარინის #29 ა, შესასვლელი სანაპიროს მხრიდან

5 დეკემბერს, 14:00 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში პროექტ Green Resort-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომას პერნიცკი CHYBIK + KRISTOF ARCHITECTS & URBAN დიზაინერები და არქიტექტორტები დაესწრებიან.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #37

5 დეკემბერს, 15:00 საათზე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პედაგოგებისთვის ახალი სახელმძღვანელოს - „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას სკოლის დირექტორების და მასწავლებლები დაესწრებიან, რომელთაც სიტყვით მიმართავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

მის.: მერაბ კოსტავას ქ.#14 სასტუმრო „ რუმსი“

საკონტაქტო პირი თამარ ხურცია - 555 52 33 50

5 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

5 დეკემბერს, 18:30 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე” გაიხსნება.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვებიან.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 3

5 დეკემბერს, 19:00 საათზე, ნატოს სამეკავშირეო ოფისში მედიის ტრენინგის პროგრამა გაიხსნება.

მის.: წინამძღვრიშვილის ქ. #162

საკონტაქტო პირი ნუკი დარასელია - 592 77 61 77

5 დეკემბერს, 19.00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. სტუდენტ გუკა ბაძაღუას პატიმრობას მისი მეგობრები და მხარდამჭერები აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.

საკონტაქტო პირი როსტომ ზარანდია ტელ: 555987878

5 დეკემბერს, 20:00 საათზე, ყოფილი პოლიტიკური პატიმარი გიორგი გაბედავა საგანგებო განცხადებას შვედეთიდან გააკეთებს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლაივის საშუალებით.

განცხადება შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს, ლევან კაკავას

ლაივი გავა ამ გვერდზე - https://www.facebook.com/profile.php?id=100005026688311

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს