იენს სტოლტენბერგი - შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და თავისი ჯარები გამოიყვანოს საქართველოს ამ რეგიონებიდან. რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ ნატო-მ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო მოვამზადოთ ნატოს წევრობისთვის. ჩვენ ვაღიარეთ მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველომ რეფორმების გზაზე განახორციელა. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ განვაგრძობთ როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას. ალიანსის წევრებმა აღიარეს ორივე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები. ნატო-ს ივლისის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიიღეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ნატო-ს წევრობის მომზადების გზაზე. ნატო ამაყობს პარტნიორობით, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსა და უკრაინასთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იხილეთ ვიდეო: NATO-ს გენერალური მდივანი: "შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო ალიანსის წევრობისთვის მოვამზადოთ"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო