დავით ბაქრაძე - ზურაბიშვილს არ ექნება დემოკრატიული მანდატი, ვინაიდან მისი არჩევა თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად არ მომხდრა

ფაქტია, რომ 16 დეკემბრის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, გინდ აღიარე, გინდ არ აღიარე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ ექნება დემოკრატიული მანდატი, ვინაიდან მისი არჩევა თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად არ მომხდარა.

“არჩევნები არ გამოხატავდა თავისუფალ ნებას. საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც ერქმევა სალომე ზურაბიშვილი, არ ექნება დემოკრატიული მანდატი და მისი არჩევა არ მომხდარა ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად. ეს არის ძალიან მძიმე შეფასება, არჩევნების შეფასების თვალსაზრისით და ეს არის კორექტული შეფასება, სწორედ ეს და არა ის, აღიარებ თუ არ აღიარებ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: "საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც ერქმევა სალომე ზურაბიშვილი, არ ექნება დემოკრატიული მანდატი" - დავით ბაქრაძე

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს