დავით ბაქრაძე - მაქსიმალურ წნეხს მოვუწყობთ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ვაიძულოთ, სისტემა შეცვალონ

მაქსიმალურ წნეხს მოვუწყობთ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ვაიძულოთ, სისტემა შეცვალონ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ქვეყანაში არეულობისა და დაძაბულობის შექმნა არ სურს.

„ჩვენ აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რამდენად აქვს სალომე ზურაბიშვილს დემოკრატიულად მიღებული მანდატი. მას დემოკრატიულად მიღებული მანდატი არ აქვს, რადგან ამ არჩევნებზე ისეთი ხარისხის დარღვევები იყო, რომ მისი შედეგები ქვეყანაში თავისუფალი ნების გამოხატვას არ შეესაბამება. ამით განსხვავდება ეს არჩევნები წინასგან და სწორედ ამის გამო ამჯერად ჩვენი უცხოელი პარტნიორები უფრო მწვავე იქნებიან, ვიდრე ეს იყო წინა შემთხვევებში. თქვენ კონსტრუქციული გზა ახსენეთ და იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა არ გვინდა, ამას „ევროპული საქართველო“ ღიად ამბობს. ამ ნაწილში ჩვენ კონსტრუქციულები ვართ, მაგრამ არ ვიქნებით კონსტრუქციულები და მაქსიმალურ წნეხს მოვუწყობთ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ვაიძულოთ, სისტემა შეცვალონ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: "მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოვაყოლებთ ხელისუფლებას, რომ ვაიძულოთ, სისტემა შეცვალოთ" - დავით ბაქრაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა