გიორგი გახარია პარლამენტში დეკემბრის ბოლომდე მივა და მისი მოსმენა იურიდიული კომიტეტის ფარგლებში გაიმართება

შს მინისტრს პარლამენტში ინაუგურაციის შემდგომ, დეკემბრის ბოლომდე მოუსმენენ. წინასწარი ინფორმაციით, გიორგი გახარიასთან შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში გაიმართება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, კონკრეტული თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის, თუმცა მინისტრს დეკემბერში აუცილებლად მოუსმენენ. მისივე თქმით, გახარიასთან შეხვედრის ყველაზე სწორი ფორმატი მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაბარებაა.

“შეხვედრა დიდი ალბათობით პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდგომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი გახარიას პარლამენტში “ევროპული საქართველო“ იბარებს, თუმცა მათი მოთხოვნა შს მინისტრის უმცირესობის ფორმატში მოსმენაა. მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციას შს მინისტრის მოსმენა სურს, ხორავaს ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა