სკოლებში 2008  წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება იანვრიდან დაიწყება

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება. საკითხი ახალ საგანში „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შედის, რომელიც სკოლებში სწორედ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ სკოლებში აღნიშნული საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის გადაწყვიტა.

მათივე განმარტებით, საგნის სწავლება რამდენიმე სკოლაში საპილოტე რეჟიმში, მე-10 კლასელებისთვის დაიწყება.

ამ დროისთვის, უწყებას საგნის სწავლებისთვის 20-მდე პირი ჰყავს გადამზადებული.

„2015 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებდა.

სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა ახალი არჩევითი კურსი „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ამავდროულად, გაიწერა საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა და მასწავლებლის გზამკვლევი. თავად თავდაცვის სამინისტრომ მიერ კი მოამზადა საგნის სახელმძღვანელო. „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო . ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ. პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება (მონიტორინგი). ეს იქნება ცალკე საგანი. რამდენიმე სკოლაში პილოტირება მე-10 კლასში ჩატარდება. ამ დროისთვის, უწყებას საგნის სწავლებისთვის 20-მდე პირი ჰყავს გადამზადებული“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა