გია ხუხაშვილი ინაუგურაციის თელავში გამართვაზე - თუ სიმბოლიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს გადაწყვეტილება უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური

„თელავი სიმბოლურად ქართული მონარქიის, ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში გამართვის საკითხს. ხუხაშვილის შეფასებით, ინაუგურაციის თელავში გამართვა საპრეზიდენტო ეპოქის დასასრულის ასოციაციებს იწვევს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება. თუ სიმბოლიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს სიმბოლიკა უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური. ეს ქალაქი სიმბოლურად ქართული მონარქიის ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება. თელავი რა თქმა უნდა, ნამდვილად არის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი და ძალიან მიყვარს, მაგრამ სიმბოლიკა ძირითადად მაინც სევდიანი და ნეგატიური აქვს. თუ პატარა კახზე ვსაუბრობთ, მაშინ ასოციაციები ჩნდება რუსეთთან დადებულ ტრაქტატსა და იმპერიაში ინტეგრაციაზე.

იქ ინაუგურაციის გამართვა საპრეზიდენტო ეპოქის დასასრულის ასოციაციებს იწვევს და პრინციპში აქეთაც მიდის საქმე. ანუ სიმბოლიკა აბსოლუტურად გაუგებარი და არადამაჯერებელია. ამ ტიპის გადაწყვეტილებაში ხელისუფლების სისუსტე და დაბნეულობა იგრძნობა. ან ნეიტრალური ადგილი უნდა აერჩიათ და სიმბოლოებზე არავინ დაიწყებდა ქირქილს, ან სხვა სიმბოლო უნდა ჩაედოთ, რაც საქართველოს გამარჯვებასა და მის სიძლიერეს უკავშირდება,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, დადასტურდა, რომ არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო