გრიგოლ ვაშაძე - ნიკა რურუა იმისთვის იბრძოდა, რომ საქართველოში დიქტატურა აღარასდროს იყოს

ნიკა რურუა ღირებულებების ადამიანი იყო. შეიძლება ვიღაცას მისი ღირებულებები არ მოსწონდა, მაგრამ ამ ღირებულებებს რომ არ უღალატებდა, ყველამ იცოდა,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ნიკა რურუას პანაშვიდზე განაცხადა.

"რამდენი დრო გვაქვს გატარებული ვახო რურუას სახელოსნოში ჩვენ სამს. რამდენ რამეზე გვაქვს ნასაუბრები, ბედნიერებაა, როცა ასეთი ადამიანი გყავს და ყოველ შენს სიტყვას კომენტარი და ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ღირებულებების ადამიანი იყო. შეიძლება ვიღაცას მისი ღირებულებები არ მოსწონდა, მაგრამ რომ არ უღალატებდა ამ ღირებულებებს ყველამ იცოდა. ძალიან დამაკლდება მეც და ვისაც უყვარდა. შვილებთან ერთად დავდიოდით დასასვენებლად და ეს იყო ყველაზე ბედნიერი დრო. ისეთ ასაკში შევდივართ, რომ მეგობრების დაკარგვას იწყებ. უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რისთვისაც იბრძოდა და იბრძოდა იმისთვის, რომ დიქტატურა აღარასდროს იყოს საქართველოში",- განაცხადა ვაშაძემ.

ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო