IAB-მ ქართული აუდიტორული ფირმა დააჯილდოვა

საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინი (IAB) ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებს მათი სერვისის ხარისხის მიხედვით აფასებს, წელს პირველად, ქართული აუდიტორული ფირმა (Nexia TA) მოხვდა ნომინანტებში და გაიმარჯვა კიდეც, - ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტორული ფირმა Nexia TA ავრცელებს. მათივე განცხადებით, ეს არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო მასშტაბის მსგავს წარმატებას მიაღწია.

აუდიტორული ფირმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„თანამედროვე სამყაროში ბიზნესი მიმართულია მაქსიმალურად გაზარდოს პროდუქტიულობა და ამასთანავე მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია. ძირითადი პროცესების აუთსორსინგი საშუალებას იძლევა მეტად ვფოკუსირდეთ საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის წარმატებისათვის. ასევე გვეხმარება გადავჭრათ ბიზნეს ამოცანები უფრო სწრაფად და ეფექტურად.

მიუხედავად აუთსორსინგის მთელი რიგი უპირატესობებისა, ბევრი მენეჯერი კვლავ ეჭვობს, რომ ასე დაკარგავს კონტროლს ან მოქნილობას აუთსორსინგით მიღებულ სერვისებზე. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხვედველობის სამსახურის მიერ ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული 2 630 ბუღალტერიდან, მხოლოდ 7,8 % მუშაობს საბუღალტრო ან აუდიტორულ ფირმაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ბუღალტერია, როგორც აუთსორსინგ მომსახურება ჯერ კიდევ ახლა იკიდებს ფეხს. მსოფლიო ტენდენცია კი საპირისპიროს მეტყველებს და იმ შემთხვევაში თუ კომპანიას არ შეუძლია მთელი IT დეპარტამენტის, ბუღალტერიის ან ფინანსური დირექტორის პოზიციის შექმნა, აუთსორსინგი ხდება მათი ბიზნესის გარდაქმნის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი.

არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ შეიძლება მიმართოს გარკვეული ბიზნეს ფუნქციების აუთსორსინგს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

საოპერაციო ხარჯების შემცირება და კონტროლირების სიმარტივე;მსოფლიო კლასის შესაძლებლობებზე გამარტივებული წვდომა. აუთსორსინგით მიღებული სერვისის გაუმჯობესული ხარისხი;შემოსავლისა და მინიმალური შესაძლო მოგების ზრდა. სერვისის სტაბილურობა. პასუხისმგებლობის გადაცემა დაქირავებული კომპანიისათვის; საოფისე ფართის, შიდა კადრისთვის საჭირო ტექნოლოგიებისა და ინვენტარის დაზოგვის შესაძლებლობა;ტექნოლოგიების განვითარებამ აუთსორსინგი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი რესურსი გახადა უამრავი ბიზნესისთვის, რამდენადაც ეს სერვისი ბიზნესს კონკურენტუნარიან უპირატესობებს სთავაზობს, ხოლო აუთსორსინგის მნიშვნელობა კომპანიის წარმატებისათვის ძალიან დიდია. აუთსორსინგი ეს არის რესურსი, რომელიც ზრდის პროდუქტიულობას საქმიანობაში და აძლევს მათ მეტ თავისუფალ დროს სტრატეგიულ მიზნებზე ორიენტირებისთვის.

საქართველოში აუთსორსინგ მომსახურე კომპანიებისა და მათი კლიენტების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, ეს კი გლობალური ტენდენციის ქართულ პრაქტიკაში დამკვიდრებაზე მეტყველებს. ასეთ გარემოებაში აუცილებელია ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც ეწევიან აუთსორსინგ მომსახურებას ადგილობრივ ბაზარზე, შეძლონ და დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტები. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ რომელიმე თქვენი მიმართულება აუთსორსინგით ჩაანაცვლოთ, დიდი ყურადღება დაუთმეთ კომპანიის შერჩევას, გაამახვილეთ ყურადღება შერჩეულ გუნდზე, მათ კვალიფიციურობაზე, გამოცდილებაზე და გარანტიებზე, განსაკუთრებით სასურველია თუ კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილებაც ექნება. ეს დაგეხმარებათ პროფესიონალ და სანდო კომპანიას მიანდოთ თქვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

#1 საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინი (IAB) ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებს მათი სერვისის ხარისხ ის მიხედვით აფასებს, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილეობა ნომინაციებში, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ მათ შესაძლებლობებს. წელს პირველად, ქართული აუდიტორული ფირმა (Nexia TA) მოხვდა ნომინანტებში და რაც ყველაზე სასიხარულოა, გაიმარჯვა კიდეც. ეს არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო მასშტაბის მსგავს წარმატებას მიაღწია. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს, რომ ქართულ კომპანიებს შეუძლიათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისის საქართველოში მიღება და ჩვენც, როგორც მსოფლიო ნაწილი ვიზიარებთ მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე, პროგრესულ მიდგომებს და წარმატებით ვნერგავთ ქართულ ბიზნეს ინდუსტრიაში.

საინტერესოა, რომ აუთსორსინგი ყოველთვის არ გულისხმობს კადრის მომსახურე კომპანიაში განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია კლიენტმა თავის ოფისშივე იყოლიოს აუთსორსინგ კომპანიის არაერთი წარმომადგენელი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც კი საქმიანობის ეფექტიანობაზე სრული პასუხისმგებლობა ექნება აუსთორსინგ მომსახურების გამწევ კომპანიას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში