პრემიერი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის ბრძანებას დღეს გამოსცემს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც კახიშვილმა განაცხადა, პრემიერის ადმინისტრაციაში მზადდება ბრძანებულების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ინაუგურაციის ჩატარებისთვის საჭირო კომისიის წევრებს. ბრძანება სავარაუდოდ, დღეს საღამოს იქნება.

როგორც კახიშვილი ამბობს, კომისია იმუშავებს სცენარზე და ღონისძიებაზე, რომელიც აუცილებელი უნდა იყოს ინაუგურაციის პროცესში.

გარდა ამისა, კახიშვილის თქმით, პრემიერის ადმინისტრაციას აქვს კონსულტაციები, რამდენიმე რეჟისორთან, თუმცა რეჟისორი გადაწყვეტილი არ არის.

სცენარი კონკრეტულ ადამიანებთან ხელშეკრულების საფუძველზე გადაწყდება. ინაუგურაციის ხარჯები დათვლილი არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა