ნინო ბურჯანაძე - ოპოზიციური პარტიები მზად ვიქნებით იმ ვადებში, რა ვადებიც სჭირდება საარჩევნო სისტემის შეცვლას

ოპოზიციური პარტიები მზად ვიქნებით იმ ვადებში, რა ვადებიც სჭირდება საარჩევნო სისტემის შეცვლას, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„არიან თუ არა პოლიტიკური პარტიები მზად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად?! ,,ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ სპექტრს ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად მომზადება სჭირდება. ცოტა უხერხული ხომ არ არის ,,ქართული ოცნებიდან" იმაზე საუბარი, რომ ვიღაცა მზად არ არის?! ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებიც 20-30 წელიწადია, რაც პოლიტიკაში არიან. ზოგი კარგად, ზოგი ცუდად, მაგრამ გამოცდილება ნამდვილად არ გვაკლია. ,,ოცნების" ახალბედა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ძალიან ბევრი პოზიტიურიც გაგვიკეთებია ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთ შემთხვევაში არ იქნება პოლიტიკური სპექტრი მზად, თუ ,,ქართული ოცნების" ლიდერი და მთავარი სპონსორი ბიძინა ივანიშვილი ყველა რესურსს დახარჯავს ისეთი პოლიტიკური ვითარების შესანარჩუნებლად, როგორიც მას ახლა აქვს. კერძოდ, შექმნის სატელიტ ოპოზიციას და დაუპირისპირდება რეალურ ოპოზიციურ პარტიებს. როგორ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, თუ ერთ მხარეს იქნება დატერორებული ბიზნესი და დაშინებული სკოლის მასწავლებლები, ასობით მილიონი და მეორე მხარეს არ იქნება არაფერი გარდა ენთუზიაზმისა. პლუს იქნებიან ადამიანები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთაურობით გაგიყალბებენ იმ ოქმებს, რომელსაც სიმწრით მიიღებ მხარდამჭერებისაგან. თუ ხელისუფლებას იმის ეშინია, რომ ჩვენ მზად არ ვიქნებით, პირობას ვდებ ჩაატარონ არჩევნები სამართლიან გარემოში და თუ დავმარცხდები, ვაღიარებ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაღიარებ ისეთ უსამართლო დამარცხებას, როგორიც მივიღე 2013 და 2016 წლებში", - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს