ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე ირაკლი კორძაია გამოიკითხება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ირაკლი კორძაია გამოიკითხება, - ​ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

„ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში განახლებულია გამოძიება სისხლის საქმეზე ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ტარდება დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის, უახლოეს პერიოდში, გამოძიება გეგმავს ირაკლი კორძაიას გამოკითხვას.

საქართველოს პროკურატურა ასევე შეისწავლის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას ირაკლი კორძაიას მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან სავარაუდო გაყვანას უკავშირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო