დავით ბერძენიშვილი - სააკაშვილი ორი დღე იჯდა „კაპეზეში“ უკრაინაში და პოროშენკოს შემრიგებლური, შეცდომების აღიარების წერილი მისწერა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ციხეში ჩასაჯდომად არ ჩამოვა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში რეალურად ვერაფერს შეცვლის. „ის აქ არ ჩამოვა იმიტომ, რომ ტრაპზევე დააპატიმრებენ. საერთოდ, დახურული სივრცე მისთვის არ არის კომფორტული. ორი დღე იჯდა ის „კაპეზეში“, უკრაინაში და პოროშენკოს მისწერა შემრიგებლური, შეცდომების აღიარების წერილი, რბილად რომ ვთქვათ. არ ვფიქრობ, რომ ის აქ ჩამოვა ციხეში ჩასაჯდომად. მისი ჩამოსვლაც ვერ შეცვლის აქ რეალურად სურათს. მე მსურს განვითარება წავიდეს უფრო დიალოგისკენ და არა ორი პოლუსისკენ“,- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ორი დღე იჯდა "კაპეზეში" და პოროშენკოს მისწერა შეცდომების აღიარების წერილი" - ჩამოვა თუ არა სააკაშვილი დავით ბერძენიშვილის პროგნოზით?

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026