აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირებას განახორციელებს

ხუთშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი სირიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავს. ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამავე დღესვე დეპუტატები განიხილავენ კანონპროექტს „აფხაზეთის მთავრობასა და სირიის არაბული რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების“ საკითხს. „თავად ფაქტი, რაც ასეთ უძველეს ქვეყანასთან ურთიერთობის დამყარებას უკავშირდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სირიამ აფხაზეთი აღიარა, ამიტომ ამ ქვეყანასთან დიალოგს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ საერთო სიმპათიები გვაქვს და ჩვენს შორის ჩამოყალიბდა კარგი ურთიერთობა“, - განაცხადა კვარჩიამ.

სირიის პრეზიდენტმა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ შეთანხმება 4 სექტემბერს გააფორმეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია