იჩუქე სასურველი ნივთი iTechnics-ისგან

iTechnics-მა, რომელიც საქართველოში Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელია და Apple-ის პროდუქციისა და აქსესუარების რეალიზატორ კომპანიათა შორის ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი, განსაკუთრებული საახალწლო კამპანია დაიწყო.

იჩუქე - სწორედ ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს iTechnics-ის ნებისმიერ ფილიალში მიიტანის თავისი ძველი პროდუქცია და მისი მდგომარეობის მიუხედავად სრულიად უფასოდ ახალი მიიღოს. არ აქვს მნიშვნელობა წარმოდგენილი აქსესუარები დაზიანებული იქნება თუ გატეხილი, საახალწლო კამპანიის ფარგლებში ახალი ნივთის მიღებას ყველა შეძლებს.

რაც შეეხება სასაჩუქრე ნივთებს, მათი არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია და ყოველ კვირა დღეს სხვადასხვა ნივთის ჩუქებაა შესაძლებელია. ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

• 9 დეკემბერი - იჩუქე ბრონირებული დამცავი

• 16 დეკემბერი - იჩუქე ყურსასმენები

• 23 დეკემბერი - იჩუქე ქეისი

• 30 დეკემბერი - იჩუქე USB კაბელი

„iTechnics არის კომპანია, რომელიც მუდმივად ლოიალური მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნავს. ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მაღალი დონის სერვისის შეთავაზება. ამჯერად კი განსაკუთრებულ საახალწლო კამპანიას ვთავაზობთ მომხმარებლებს. გარდა კამპანიისა იჩუქე, ჩვენთან iPhone-ის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე ყოველკვირეულად იქნება სპეციალური ფასები, რაც დიდი ფასდაკლებებს გულისხმობს,” - განმარტავს iTechnics-ის მარკეტინგის მენეჯერი ირაკლი ქირია.

iTechnics, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 7 წელია, ოპერირებს, გასულ წელს Apple-ის ოფიციალური რესელერი გახდა. ეს კი კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ მომხმარებელს საუკეთესო ფასი და საგარანტიო პირობები შესთავაზოს. iTechnics-ში ნა­ყიდ ტექ­ნი­კა­ზე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტია მოქ­მე­დებს. რაც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის საკ­მა­ოდ დიდი კომ­ფორ­ტია. მა­ღა­ლია ტექ­ნი­კუ­რი და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ხა­რის­ხიც.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა