ნათია მეზვრიშვილი - მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საცხოვრებელ ბინაში დააკავეს დანაშაულისთვის ძებნილი პირი. მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გახლავთ დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, დაწყებულია ამ ფაქტზე გამოძიება. ამოღებულია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამ პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზები და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ნათია მეზვრიშვილი - მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა