ლევან იზორიას განცხადებით, კითხვაზე პასუხი „ვინ დაიწყო ომი“ არ არის იმ ახალი სახელმძღვანელოს ამოცანა, რომლებიც სკოლებში იანვრიდან შევა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ საგნის სწავლება მოხდება ისე, როგორც არის მიზანშეწონილი. მისივე თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საუბარი იქნება ფაქტების კონსტატაციაზე. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა პასუხი ექნებათ ამ საგნის მასწავლებლებს თუ მოსწავლეები დასვამენ კითხვას - "ვინ დაიწყო ომი", იზორიამ განაცხადა, რომ „საერთოდ არ არის ასეთი კითხვები ამ სახელმძღვანელოს ამოცანა".

„ჩვენი მიდგომა ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული რესურსების მობილიზება უნდა მოხდეს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კომპონენტი, მათ შორის ტოტალური თავდაცვის. ჩვენ გავეცანით ისრაელის, სკანდინავიის ქვეყნების გამოცდილებას, სადაც საზოგადოების ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საჭიროდ ჩავთვალეთ, მათ შორის ამ ცნობიერების, პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, დავეყრდენით მათ გამოცდილებას, რათა პილოტპროექტის სახით შეგვემუშავებინა თავდაცვის და უსაფრთხოების სახელმძღვანელო. ეს სახელმძღვანელო მოზარდ თაობას გააცნობს თუ რა საფრთხეების წინაშე ვართ. ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური აღქმა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე საქართველოსთვის მომდინარეობს რუსეთიდან. ეს საფრთხე როგორ იქნა რეალიზებული ყველამ უნდა იცოდეს. ფაქტის კონსტატაცია დგება. მოზარდებთან როგორც არის მიზანშეწონილი იმ ფორმატში იქნება უზრუნველყოფილი ამ საგნის სწავლება",- განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოს ამოცანაა, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება.

„ამ სახელმძღვანელოს შექმნა უკავშირდება ტოტალური თავდაცვის პრინციპის განხორციელებას საქართველოში, რომლის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო და საინფორმაციო კომპონენტია. ეს არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში. სახელმძღვანელო პილოტ-პროექტის სახით იქნება წარდგენილი 14 სკოლაში. ამისთვის მზად არიან ოფიცრები, რომლებიც უშუალოდ მიაწვდიან ინფორმაციას ჩვენს მოზარდებს გარკვეულ საფრთხეებზე, განსაკუთრებით სამოქალაქო უსაფრთხოების თემაზე",- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება. საკითხი ახალ საგანში „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შედის, რომელიც სკოლებში სწორედ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ სკოლებში აღნიშნული საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის გადაწყვიტა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა