ნათია მეზვრიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მაშინ მივა, როცა დაგვიბარებენ

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მაშინ მივა, როცა დაგვიბარებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია მზად არის, ფორმატის შეთანხმების შემდეგ პარლამენტის წინაშე წარსდგეს.

„მინისტრი პარლამენტში მივა მაშინ, როცა დაგვიბარებენ. როგორც კი შეთანხმდება ფორმატი, დღე, სად მივდივართ, რომელ კომიტეტში, პლენარულზე მივდივართ თუ სად, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი და მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ პარლამენტში მივიდეთ,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო