ისნის რაიონის სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტი ხორციელდება

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის საუბნო ტერიტორიებზე, სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ბრტყელი და ქანობიანი სახურავი შვიდ მისამართზე იცვლება; წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს რეაბილიტაცია 27 ლოკაციაზე უტარდება; ოთხ მისამართზე 14 სადარბაზო რემონტდება; ორი საცხოვრებელი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს; საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის ოთხი კიბის აღდგენა ხდება; ორი ლიფტის რეაბილიტაცია-განახლება ხორციელდება. ასევე, ფასადის აღდგენა, სადარბაზოს შესასვლელი კარის მონტაჟი და წყალსაწრეტი მილის მოწყობა მიმდინარეობს.

მერიის განცხადებით, პროექტების მიმდინარეობას ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად, ისნის საუბნო ტერიტორიების მიხედვით, ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი აბუსერიძე, ლევან დავითაშვილი, ნინო ლაცაბიძე და ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.

გამგებელი და დეპუტატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ამხანაგობების საჭიროებებიდან გამომდინარე, სამომავლო პროექტებზეც ისაუბრეს.

თანადაფინანსებული 49 პროექტი ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება. ისნის რაიონის გამგეობამ 2018 წელს აღნიშნული მიმართულებით, ჯამში, 130 პროექტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 032 642 ლარი შეადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს