სალომე ზურაბიშვილი - არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც ჩემი გუნდის წევრად განვიხილავ

არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც განვიხილავ ჩემი გუნდის წევრად,- ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ის არის ერთ-ერთი, რომელსაც გავნიხილავ, თუმცა სანამ საბოლოოდ არ არის ჩემი გუნდის შემადგენლობა დადასტურებული, ნაადრევია იმაზე საუბარი თუ ვინ იქნება და ვინ არა მისი წევრი. არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. ჯერ ადმინისტრაციის საბოლოო ფორმატიც არ ვიცით და ამიტომ თავს ვიკავებ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც მერე გადასახედი იქნება. მირჩევნია, როცა მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს იყოს საბოლოო,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გაბუნიას სალომე ზურაბიშვილიპრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მოიაზრებს. დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდამჭერი იყო და მას დახმარებას საარჩევნო შტაბშიც უწევდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა