ნათია მეზვრიშვილი - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისის რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია, თუმცა, დეტალურ ინფორმაციას მინისტრის პარლამენტში მისვლის დროს გააჟღერებენ.

„როცა დაგვიბარებენ და გვკითხავენ, რა რეკომენდაციები შევასრულეთ, მზად ვართ ამ საკითხებზე დეტალურად ვისაუბროთ. რეკომენდაციების ნაწილი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია. გამოძიება მიმდინარეობს, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება და ამაზე დეტალურ ინფორმაციას პარლამენტს მივაწვიდით", -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს