თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო რამდენიმე კაფე დააჯარიმეს

თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო კაფეები დააჯარიმეს, - ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, 5 დეკემბერს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ორი კაფე 500-500 ლარით დააჯარიმეს.

„დარღვევები ძირითადად იქ ფიქსირდება, სადაც ზაფხულში ღია სივრცე იყო, ზამთარში კი „ცელოფნებით“ და მინებით შეფუთეს. ამ ტიპის დაწესებულებების ზოგიერთი მეპატრონე გაფრთხილების მიუხედავად კანონს არ იცავს. მათი მხრიდან დახურულ სივრცეში მოწევის წამახალისებლად აღიქმება მაგიდებზე სტუმრებისთვის განკუთვნილი საფერფლეების არსებობა.

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება 2018 წლის პირველი მაისიდან დაიწყო. მოწევა იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში. მოწევა დასაშვებია შენობაში, ან ვერანდაზე, რომელიც შესაძლოა გადახურულია, მაგრამ კედლების 50%-ზე მეტი ღია აქვს.

იმ სამასპინძლო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელთაც სტუმრების მისაღები გარე, ღია, მაგრამ გადახურული სივრცეები აქვთ, გარე გამათბობელები დაამონტაჟა. სადაც გამათბობელები არ აქვთ, სივრცე „ცელოფნებით“ ან მექანიკური მინებით შეფუთეს და ამის მიუხედავად, ზოგიერთ მათგანში ღია სივრცის პრინციპით მოქმედებენ.

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სამსახურმა ღამის რეიდები დაიწყო, რის შედეგადაც შეეცდება დამრღვევი "ლაუნჯი ბარები", ღამის კლუბები და სხვა ამ ტიპის დაწესებულებები გამოავლინოს.

მონიტორინგი ასევე გამკაცრდა საჯარო დაწესებულებებში, სადაც სამწუხაროდ, ზოგიერთი საჯარო მოხელისგან დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები ფიქსირდება.

დახურულ სივრცეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაწესებულება პირველ ჯერზე 500 ლარით, ყოველ განმეორებით შემთხვევაზე კი, 1000 ლარით ჯარიმდება”, - ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა