სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც ევროპულ ფორმად ვთვლი

რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის სცენართან დაკავშირებით განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო სცენარების ვარიანტებს დღეს ან ხვალ გაეცნობა.

რაც შეეხება ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს, სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ინაუგურაციაზე ქალთა წარმომადგენლობა იმ ფაქტის შესატყვისი იქნება, რომ საქართველოში ქალი პრეზიდენტი აირჩიეს.

„ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებზე კომისიაა პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ალბათ, დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა. დღეს ან ხვალ უნდა გამაცნონ სცენარების რა ვარიანტებია. რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი. მე მგონი, საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება. ერთი მხრივ, იქნებიან ის სტუმრები, რომლებიც პროტოკოლით არიან გათვალისწინებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლი მოსაწვევს აგზავნის ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, ვინც ჩვენი პარტნიორია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩამოვა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამისთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა შესატყვისი იქნება იმ ფაქტის, რომ საქართველოში აირჩიეს ქალი პრეზიდენტი. მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები იმ კონტაქტებიდან, რაც უცხოეთში გამაჩნია,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა